რეზონანსი
16.11.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, შეაფასა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ."ბარიგებზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ. შარმანაშვილი განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ჯაფარიძეს დედამიწაზე ჯერ არ არსებული სახელმწიფოს შექმნა სურს. 

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ ტოლერანტული იყოს, შესაბამისად, ჯაფარიძის უპასუხისმგებლო პოზიციით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვერ იხელმძღვანელებს. 

"აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო - იქნება ეს დემოკრატიული, ტოტალიტარული თუ სხვა ტიპის - რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის. ეტყობა, ჯაფარიძეს უნდა ყოვლად წარმოუდგენელი სახელმწიფოს შექმნა საქართველოში, დედამიწაზე ჯერ არ არსებულის. მოდი, ეს სხვაგან გააკეთოს, საქართველოს თავი დაანებოს. ასეთი მიდგომა - ყველა ტიპის ნარკოტიკის ასე თავისუფლად გაყიდვა, მით უმეტეს, ტოლერანტული დამოკიდებულება გამსაღებლებისადმი, რომლებიც უკანონოდ ავრცელებენ ამ ნარკოტიკებს, სახელმწიფო იყოს ტოლერანტული, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი უპასუხისმგებლო საკითხებით ვერ იხელმძღვანელებს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება," - განაცხადა შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×