რეზონანსი
16.11.2026

,,პოლიტიკოს" ცნობით ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ქვეყნის ციფრული ინფრასტრუქტურა რუსული შეჭრისა და ოკუპაციის შემთხვევაში ფუნქციონირებისთვის მოამზადოს. გამოცემის ცნობით, ესტონეთის ხელისუფლება Microsoft Azure-ისა და Amazon Web Services-ის ღრუბლოვან სერვისებში, ასევე საკუთარ პლატფორმაზე სახელმწიფო და სამართლებრივი მონაცემების მთელი მასივის სარეზერვო ასლებს ქმნის. კერძოდ, ღრუბელში გადადის სამართლებრივი აქტები, მოქალაქეთა რეგისტრაციის მონაცემთა ბაზები, მიწის რეესტრი და ქვეყნის შესახებ სხვა ინფორმაცია.

ტალინი იმედოვნებს, რომ ეს მას საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს კონტროლი ციფრულ ინფრასტრუქტურაზე, უზრუნველყოს მთავრობის ოპერაციების უწყვეტობა და მინიმუმამდე დაიყვანოს ყველაზე უარესი სცენარის შედეგები.

„ჩვენ გვინდა ონლაინ ვიყოთ, რაც არ უნდა მოხდეს. ყველა კრიტიკული სერვისი გააგრძელებს ფუნქციონირებას. ყველაფერი უნდა დარჩეს ფუნქციონალური“, - აღნიშნა ტონუ გრუნბერგმა. ახალი სტრატეგიის არქიტექტორმა და ესტონეთის იუსტიციისა და ციფრული ტექნოლოგიების სამინისტროს ციფრული ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×