რეზონანსი
16.11.2026

ყვარელში, ძველი საავადმყოფოს გადასახვევთან, საჯარო სკოლის მოსწავლეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ავარია იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, მან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

შემთხვევას სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი პასუხისმგებლობას მძღოლს აკისრებს და სიჩქარის კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობს, ნაწილი კი ყურადღებას ელექტროსკუტერებით მოძრავი ბავშვების დაუდევრობასა და მშობლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს.

მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სკუტერებით გადაადგილების წესების გამკაცრება, რათა საფრთხე არ შეექმნათ როგორც ბავშვებს, ისე მძღოლებსა და ქვეითებს.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×