რეზონანსი
16.11.2026

“სელფი მობაილი” აგრძელებს ქსელის განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ზემო სვანეთში განხორციელებული პროექტის ფარგლებში, “სელფი მობაილმა” რეგიონის მომსახურე ქსელის ინფრასტრუქტურა ოპტიკური კავშირით გააძლიერა. შედეგად, ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზარდა. ბოლო ერთ თვეში, “სელფი მობაილმა” ასევე მოახდინა 25 საბაზო სადგურის მოდერნიზაცია 6 სხვადასხვა რეგიონში. ოქტომბერსა და ნოემბერში კი ქსელს 7 ახალი მაკრო სადგური დაემატა.

ზემო სვანეთში ჩატარებული სამუშაო ემსახურება მობილური ქსელის სტაბილურობისა და ხარისხის გაუმჯობესებას - ახალი ინფრასტრუქტურა მონაცემთა გადაცემის გაზრდილ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს და ქსელის მუშაობის საიმედოობას ზრდის.

ქსელის მოდერნიზაციის ფარგლებში, “სელფი მობაილმა” ჯამში 25 საბაზო სადგური განაახლა: სამეგრელოში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში.

ქსელის გაფართოების მიმართულებით, ოქტომბერ-ნოემბერში, 7 ახალი მაკრო საბაზო სადგური ამოქმედდა: გურიაში, აჭარაში, რაჭაში, იმერეთსა და სამეგრელოში. ეს ნიშნავს კიდევ უფრო ფართო დაფარვას და კავშირის გაუმჯობესებულ ხარისხს.

2026 წლის მეოთხე კვარტალში “სელფი მობაილმა” 6 ახალი მიკრო სადგურიც აამოქმედა თბილისში, მათ შორის: ვარკეთილის, თემქისა და ნავთლუღის ტერიტორიებზე. მიკრო სადგურები ხელს უწყობენ ქსელის გაძლიერებას კონკრეტულ ლოკაციებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა მაღალია.

“სელფი მობაილი” განაგრძობს ქსელის განვითარებას როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონებსა და მაღალმთიან დასახლებებში. კომპანია ქსელის სიმძლავრეს, სტაბილურობასა და დაფარვას თანმიმდევრულად აუმჯობესებს, რათა მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, საიმედო კავშირი შესთავაზოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×