
პოდკასტს „მისმინე“ დედა-შვილი კრისტი და ნატალია ყიფშიძეები ესტუმრნენ. კრისტიმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განქორწინდნენ ის და გიორგი ყიფშიძე: „2004-ში დავშორდით და გადავედი დედაჩემის სახლში, 2019 წელს განვქორწინდით ოფიციალურად, 15 წლის მერე. გჯერათ? მახსენდებოდა, ვურეკავდი, გიორგის არასდროს ეცალა ამისთვის, ხან გადაღებაზე იყო, ხან – რეპეტიციაზე. მახსოვს, ბალიზე გავემგზავრე. მოგზაურობიდან რომ ვბრუნდები, სულ სიახლე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში. იქ მქონდა შეგრძნება, რომ როგორც კი ჩამოვიდოდი, ხელი უნდა გაგვეწერა.რომ ჩამოვედი, გიორგის დავურეკე, სადაც ხარ, იქ მოგაკითხავ-მეთქი.
შევედით იუსტიციის სახლში, ხელი მოვაწერეთ, ფული გადავიხადეთ და გამოვედით. ეს იყო მაისის დასაწყისში, 17 მაისს მივაკითხე დოკუმენტს. 17 ოქტომბერს გვქონდა ქორწილი და 17 მაისს მივიღე განქორწინების ფურცელი".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე