რეზონანსი
16.11.2026

ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს. ვფიქრობ, მას უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო. ბევრად უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო. გულწრფელად რომ ვთქვა, მას სურს, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, უკრაინაში Starshield-ის ტერმინალების მუშაობის შეფერხების შესახებ არაფერი იცის.

„ამის შესახებ არაფერი მსმენია“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა, ფრონტის ხაზზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×