რეზონანსი
16.11.2026

 შემოქმედის მხრიდან მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა წითელმთაში გზიდან გადავარდა, ერთ-ერთი მოსახლის ღობე გაანგრია და ეზოში შევარდა.

"ოზურგეთის მედალფას კლინიკაში 4 ახალგაზრდა მამაკაცია შეყვანილი ასაკით 18- დან 23 წლამდე, მათ დაჟეჟილობები და მცირე ტრავმები აღენიშნებათ. დაშავებულებს უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები. არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ",_ განაცხადა "გურიაTV"-სთან კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდები სოფელ მაკვანეთიდან არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×