რეზონანსი
16.11.2026

 ეს ადამიანები, ერთი წამით წარმოიდგინეთ ის, რომ ხელისუფლებაში იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ სახელმწიფოს, ზოგადად ქვეყანას? ჩაძირავენ ნარკოტიკში თავიდან ბოლომდე, - ასე შეაფასა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება.

„მსგავს განცხადებებს როცა აკეთებ პოლიტიკოსი და პოლიტიკოსად მიგაჩნია თავი, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მოსახლეობა შენ არჩევნების პერიოდში ხმას არ გაძლევს", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ერთ-ერთ პოდკასტში ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ.„ბარიგებზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×