რეზონანსი
17.11.2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 31 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, კაბალის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ უზუნთალაში მოხდა.

როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, კაცი ხელოსანი იყო და ერთ-ერთი ადგილობრივის ფარდულს თუნუქის ფურცლებს აფარებდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო.

შემთხვევის ადგილზე მყოფები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი გოგონა დარჩა. მათ შორის უფროსი 5 წლისაა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×