
თბილისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, მისი მეგობარი, ლორიტა ცაცუა წერს. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ქალის გარდაცვალება, შესაძლოა, ფსიქოლოგიურ ძალადობას უკავშირდებოდეს.
"რატომ დაასრულე ასე სიცოცხლე, ლამზო… ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ეს შენ ჩაიდინე. რატომ ან ვინ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე? კივილი მინდა, რომ შევძრა სამყარო, იმისათვის, რომ შენნაირ ადამიანს ხელის გულზე ტარება უნდოდა და არა ცივ მიწაში ჩადება. ეს რა ხდება ჩვენს თავს…
როგორ ვიყვირო და რანაირად გავაგონო ხალხს - არა ფსიქოლოგიურ ძალადობას! როგორ უნდა იცხოვროთ ამ გოგოს ცოდვით! ლუკაზე როგორ არ იფიქრე, დაო, რა შვილი დატოვე უპატრონოდ…" - წერს ლორიტა ცაცუა.
თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
top news
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე