რეზონანსი
17.11.2026

"საბედნიეროდ ციფრული არქივი "თაიმსის" არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ" - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება პარტია "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის თქმითაც, აქციების დროს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს კანონსაწინააღმდეგო საგნები არ გამოუყენებიათ.

პაპუაშვილი ამ პოზიციას აბსურდულად მიიჩნევს და თან ურთავს პარტია "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, სადაც პიროტექნიკისა და კვერცხების გამოყენებაზეა საუბარი.

ამასთან, გავრცელებულ ვიდეომასალაში ფიგურირებს გიგა ლემონჯავა რომელიც ამბობს, რომ მოლოტოვის კოქტეილები კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისებიდან არ ამოუღიათ - პაპუაშვილის თქმით, თანამედროვე ციფრულ ეპოქაში წარსულისა და საზოგადოებრივი მეხსიერების გაყალბება შეუძლებელია და აქვეყნებს ამ კონკრეტული ფაქტების ამსახველ ვიდეომასალასაც.

"ორუელისეულ "სიმართლის სამინისტროში" იყო "ჩანაწერების განყოფილება", სადაც უინსტონ სმითი გაზეთ "თაიმსის" ძველ ცნობებს ცვლიდა ისე, რომ წარსული, პარტიის ამჟამინდელ განცხადებებსა და პოლიტიკას დამთხვეოდა. სწორედ ამის სასოწარკვეთილ მცდელობას ვაკვირდებით ეს დღეები საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.

საბედნიეროდ ციფრული არქივი "თაიმსის" არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ" - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×