რეზონანსი
17.11.2026

საქართველო თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი იმ ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებადობის პროცესში მონაწილეობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი მიწვევა როდესაც იქნება, საქართველო ამ შეხვედრას დაესწრება.

„სამიტი, რომელიც ზაფხულში გაიმართება და მარტა კოსმა თქვა, რომ საქართველოს ბულგარეთში მიიწვევენ, თუ მოწვევა იქნება, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქვეყნის მიმართ, მინისტრები იქნება საჭირო თუ პრემიერ-მინისტრი, დაესწრებიან. ვერ დავეთანხმები, რომ დაკავშირებადობის პროცესში ჩართულ ქვეყნებთან კომუნიკაციას ვერ ვახერხებთ. მათთან სათითაოდ გვაქვს ვიზიტები. ამაზე მიუთითებს საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტიც. შეიძლება, ამისთვის ევროკავშირის პლატფორმას ახლა ვერ ვიყენებთ, მაგრამ ყველა ქვეყანასთან გვაქვს კავშირი, ვინც ამ პროცესშია ჩართული და მათთან ერთად ვქმნით იმ კორიდორს, რასაც დაკავშირებადობა ჰქვია“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×