
58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე (საშა) გველესიანი გარდაიცვალა.
ალექსანდრე გველესიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
"მაშინ არავინ იცნობდა. კარგი ლექსები აქვსო, მითხრეს. მეტრო "რუსთაველთან" შევხვდით, ლექსები მომიტანა და მეგობრობაც დაიწყო. პირველ წიგნზე წინასიტყვაობა მთხოვა. სიხარულით დავუწერე. მესენჯერით ვუგზავნიდით ახალ ლექსებს ერთმანეთს. აღარ მყავს ჩემი წილი საშა გველესიანი," - წერს მარინა თექთუმანიძე.
"მშვიდობით საშიკო... არ მჯერა ამას რომ ვწერ... შეხვედრამდე დიდო ადამიანო," - ემშვიდობება მეგობარს მარინა ისაიანი.
ალექსანდრე გველესიანს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები" „სულ ცოტა...", „ლექსები", „ასათიანის 22" და „მე-დიდი დათვი".
სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად, მეტყველების პედაგოგად, ზესტაფონის კულტურის ცენტრის ახალგაზრდული და თოჯინების თეატრების რეჟისორად.