
უკრაინასთან ერთა ლიგაზე გასამართი მატჩის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (კაპ.), გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, გაგნიძე, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, კვერნაძე, მიქაუტაძე.
განაცხადში დაბრუნდნენ: გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი გაგუა და ივა გელაშვილი.
წლის ბოლო მატჩში, უკრაინის წინააღმდეგ განაცხადს მიღმა 2 ფეხბურთელი დარჩა: გიორგი გულიაშვილი და ნოდარ ლომინაძე.
გიორგი წიტაიშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
მატჩი კოშიცეს "კოშიცკა არენაზე" თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.