რეზონანსი
18.11.2026

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში ახალგაზრდა კაცი ნანგრევებში მოყვა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კერძო სახლის მშენებლობის დროს აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და 30 წლამდე კაცი მოიყოლა.

დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტს ხერხემლის დაზიანება აღენიშნებოდა და ოჯახის წევრების სურვილით თბილისში სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებული გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×