რეზონანსი
18.11.2026

დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის სასამართლო განხილვა ახალ ეტაპზე გადადის. კითხვებს მოპასუხე მხარეს ამჯერად მოსარჩელეები დაუსვამენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო და არგუმენტირებული პასუხები გასცენ.

"დღეს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კითხვები დავუსვათ ამ პარტიებს, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ იქნება ეს კითხვები დასმული. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხია, რომლის დაზუსტებასაც მოვთხოვთ მათ და მოუწევთ კონკრეტული პასუხების გაცემა, რადგან ისინი ხშირად ცდილობდნენ, რომ პასუხები, რომლებიც მათ გასცეს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს, ეს პასუხები ან იყო კითხვიდან თავის არიდების მცდელობა, ან არარსებულ ფაქტებზე ან ტყუილებით საუბრობდნენ და ასე შემდგომ. ბუნებრივია, ჩვენ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ და ყოველი შემთხვევა იქნება ჩვენი მხრიდან დაფიქსირებული", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღეს, მე-15 სასამართლო სხდომა გაიმართება. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი იხილავს. სარჩელს კი ხელს აწერს პარლამენტის 88 დეპუტატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×