რეზონანსი
18.11.2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების განცხადებები გააცნო, რომლებიც 2023 წლის 7-9 მარტს გამართული ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულ პირებს მხარდაჭერას უცხადებდნენ.

გორდულაძემ გაიხსენა "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებები, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

„2023 წლის 29 აპრილს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „აქ არის თორნიკე, ლაზარე ციხეშია. თორნიკე გირაოთი გამოუშვეს, ლაზარე კი ჩატოვეს. ეს ადამიანები იხდიან ფასს იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენ ყველამ მივიღეთ: საქართველოს ყველა მოქალაქემ, რასაც ახალი გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს, იცის, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს ფაქტობრივად აუქმებდა. ამ კანონის უკან გაწვევით რეალურად მთელმა საზოგადოებამ, მთელმა პროევროპულმა საზოგადოებმა, საზოგადოების 87%-მა ნახა სიკეთე.

ჩვენ თუ ღირსეული საზოგადოება ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ორი ადამიანი მსხვერპლად შეეწიროს საერთო წარმატებას."

 2024 წლის 12 აპრილს, მას შემდეგ რაც გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯაროდ განაცხადა: „ლაზარე გრიგორიადისი არის უდანაშაულო, სახელმწიფოს მის წინააღმდეგ არ გააჩნია არცერთი მტკიცებულება".

2023 წლის 30 მარტს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, გიგა ბოკერიამ საჯაროდ განაცხადა: „ამ ახალგაზრდის დაკავება შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს. ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროების გარეშე დაკავებული შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა.“

2024 წლის 8 აპრილს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, გიგა ბოკერიამ საჯაროდ განაცხადა: „რა თქმა უნდა, ლაზარე არის სიმბოლო ყველაფერი იმისი, რაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში, სასამართლოში, მთლიანად ქვეყანაში რა ვითარებაც არის. ეს არის ადამიანი, რომელიც შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი," - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×