რეზონანსი
18.11.2026

პატიმრობაში მყოფ პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას გეგმური სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად რუსთავის ქალთა ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ უახლოეს დღეებში გადაიყვანენ. 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენ დღეს გაატარებს კლინიკაში ელენე ხოშტარია.

„ელენე ხოშტარიას, სავარაუდოდ ხვალ, 19 ნოემბერს, ან მაქსიმუმ ამ კვირის ბოლომდე გადაიყვანენ „ვივამედში“. გეგმურია ეს გადასვლაც. უცნობია ზუსტად რამდენ დღეს გაატარებს კლინიკაში. ანალიზებს გაუკეთებენ და პრეპარატს, რომლითაც მკურნალობენ“, - აღნიშნავენ პარტიაში.

ინფორმაციისთვის, ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედიდან“ რუსთავის ქალთა ციხეში 27 სექტემბერს გაიდაყვანეს. როგორც ელენე ხოშტარია წერდა, მკურნალობას ის „შერეულად აგრძელებს და კლინიკაში წამლების მისაღებად და შემოწმებისთვის თვეში ერთხელ დაბრუნდება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×