რეზონანსი
18.11.2026

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 109-ე ბაგა-ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” სააგენტოში აღნიშნავენ, საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით.

“თბილისის N109-ე საბავშვო ბაღში ინციდენტთან დაკავშირებული შეტყობინების მიღებისთანავე, ბაღების სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ მოხდა შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით შენობაში არსებული ელექტროქსელის სრული შემოწმება.

შემოწმდა მოაჯირის მდგომარეობაც, შესაბამისი სპეციალისტების მიერ გაკეთდა შეფასება და საფრთხისშემცველი არ არის.

საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. ამასთან რაიმე ტიპის დაზიანება არ მიუღია ბაღში მყოფ არც ერთ პირს.

საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა”, - აღნიშნავენ სააგენტოში.

ცნობისთვის, თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში განმარტავენ, რომ “კიბის მოაჯირიდან ორ აღსაზრდელზე დენი “მცირედით გადავიდა”. მათივე ცნობით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია და სააღმზრდელო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის, ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში იმის თაობაზე, რომ 109-ე ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს დენმა დაარტყა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×