
ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის წევრები დაიღუპნენ, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია. კიდევ ერთი დაშავებული სკოლის მოსწავლე კი მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.
„მძიმე ღამე დაგვიდგა... საოცარი ოჯახი გაუბედურდა. ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას და მისი და ძალიან მძიმედ არის. გეხვეწებით არ დაიზაროთ, უნდა ვილოცოთ ბარბარეს გადარჩენისთვის. 10 წუთში ვიწყებთ ღვთისმშობლის დაუჯდომელის კითხვას ბარბარეს გადარჩენისთვის. გთხოვთ, არ დაიზაროთ, შემოგვიერთდით, რომ დედაღვთისას შევევედროთ მეორე შვილი უცოცხლოს საოცარ, მაგრამ გამწარებულ დედ-მამას. გთხოვთ, წაიკითხეთ ჩვენთან ერთად. ერთად ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ბარბარეს გადარჩენისთვის“, - წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც ირკვევა, დაღუპულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბიდან არიან.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე