რეზონანსი
19.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ომის დასრულების საკითხზე ნებისმიერ დიპლომატიურ წინადადებასთან დაკავშირებით კონსულტაცია მასთან უნდა შედგეს.

„უკრაინაში ომთან დაკავშირებით ზელენსკის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებ", - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე უკრაინის იერიშის გამო გაბრაზებულია.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ქალაქ შენჭენში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივმა შეხვედრამ „შესანიშნავად ჩაიარა".

„ვფიქრობ, 12 ქულა. 10 - ბალიანი სისტემიდან ეს 12 იყო. შესანიშნავად ჩაიარა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×