
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურია, როგორც ჩანს, პირად ცხოვრებაში ახალ ეტაპზეა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქართველი მებრძოლი ქართველ მოდელს, მოცეკვავეს ლინა სიჭინავას ლოყაზე კოცნის.
უცხოური მედიის ცნობით, წყვილის ურთიერთობის შესახებ ბოლო რამდენიმე კვირაა საუბრობენ, თუმცა არც ერთ მათგანს რომანი ოფიციალურად არ დაუდასტურებია. New York Post-ის ცნობით, ფოტო თავდაპირველად ერთ-ერთ მათგანს Instagram-ის "Close Friends“-ის ისტორიაში ჰქონდა გამოქვეყნებული, მოგვიანებით კი ის საჯარო სივრცეში გავრცელდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ანგარიშები წერენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თოფურიასა და სიჭინავას ურთიერთობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, თუმცა მათი შესაძლო რომანის შესახებ ბოლო რამდენიმე კვირაა საუბრობენ.
განსაკუთრებული ყურადღება ლინა სიჭინავას ასაკმაც მიიპყრო, მოდელი 19 წლისაა და 29 წლის ილია თოფურიაზე 10 წლით უმცროსია.
ლინა სიჭინავა "სუხიშვილების" მოცეკვავეა და ის სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლახან, როცა ილია საქართველოში იმყოფებოდა, ის "სუხიშვილების" ანსამბლს ესტუმრა. შესაბამისი ვიდეო "ინსტაგრამზე" ანსამბლის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა. ვიდეოში ლინა სიჭინავაც ჩანს.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე