რეზონანსი
21.11.2026

ქუთაისში სპეციალისტები იმ ხუთსართულიანი კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან, სადაც რამდენიმე საათის წინ აფეთქება იყო. შენობიდან უკვე მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ქალი მსუბუქად დაშავდა, მას დაზიანება ხელის არეში აქვს მიღებული, სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი, დავით ერემეიშვილი. მისი თქმით, კორპუსიდან 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რისთვისაც სასტუმროები უკვე მოძიებულია.

„დაზიანებულია კორპუსის მეხუთე სართული, სადაც უშუალოდ მომხდარია დაზიანება. მარტოხელა ქალბატონი, რომელიც ცხოვრობდა ამ ბინაში, გადაყვანილი არის სამედიცინო დაწესებულებაში, უტარდება გამოკვლევები, კონტაქტური არის. მისგან მიღებული ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც  აფეთქება მოხდა. ადგილზე ცოტა ხანში მოვლენ სამხარაულის წარმომადგენლები, რომლებიც დაადასტურებენ ბინის მდგრადობას. ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რისთვისაც სასტუმროები უკვე მოვიძიეთ“, - აცხადებს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×