რეზონანსი
21.11.2026

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედის შემდეგ, იმ კორპუსის მაცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, ამბობენ, რომ შენობაში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ადგილობრივი ლუკა მელაშვილი, „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ შენობა, წლებია, სავალალო მდგომარეობაშია და ამას ადასტურებს აზიის განვითარების შესაბამისობის შემსწავლელი კომისიის დასკვნაც, რომელიც 2016 წელს გაიცა. 

ამ დასკვნის მიხედვით, აუცილებელი იყო კორპუსიდან მოსახლეობის გასახლება. მელაშვილის თქმით, სახელმწიფოს მაშინ რომ გაესახლებინა ხალხი აღნიშნული კორპუსიდან, 19 ნოემბრის ტრაგედია არ მოხდებოდა. 

„ჩვენი კორპუსის უკან უნდა გასულიყო თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანი. ამ კორპუსს ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული და როგორც ტექნიკოსები აცხადებებნ, იმიტომ გამოიწვია ყველა იატაკის ჩავარდნა, რომ სინკარებს არ ჰქონდათ ის სიმძლავრე, რაც უნდა ჰქონოდა. მე კიდევ ვამბობ, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა, როდესაც ჩვენ ვითხოვდით გასახელებას 2016-ში, 17-ში, 18-ში. მუნიციპალური განვითარების ფონდის და თბილისის მერიის კეთილი ნება რომ ყოფილიყო, ჩვენ ამ ტრაგედიას ავიცილებდით. 

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მაშინ გვითხრა გაგასახხლებთ სამი თვით, შევაკეთებთ და გავამაგრებთ კორპუსს და შემდეგ დაბრუნდით, რაზე უარი ვთქვით. ჩენს მივმართოთ აზიის განვითარების შესაბამისობის შემსწავლელ კომისიას, რომელიც ცალკე დეპარტამენტია, ჩამოვიდნენ და დადო რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო კორპუსიდან მოსახლეობის გასახლება“, - ამბობს ლუკა მელაშვილი.

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×