რეზონანსი
21.11.2026

რუსული სავაჭრო პლატფორმის, Wildberries-ის გენერალურმა დირექტორმა, ტატიანა კიმმა თანამდებობა დატოვა.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობაში ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ევროკავშირმა 16 ნოემბერს ტატიანა კიმი სანქციების სიაში შეიყვანა. 19 ნოემბრიდან გენერალური დირექტორის პოსტს კომპანიის ტოპმენეჯერი, ალექსეი კულიკოვი იკავებს.

ევროკავშირის განმარტებით: „Wildberries-ი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია და „რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგების ქსელის ფუნქციას ასრულებს, რაც სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გაყიდვას უწყობს ხელს“.

უკრაინის ხელისუფლება არაერთხელ აღნიშნავდა, რომ კომპანიის საწყობები ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდებისა და შენახვისთვის გამოიყენება.

2026 წლის ივლისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები Wildberries-ის ობიექტებზე იერიშებს ახორციელებენ. „დოიჩე ველეს“ ცნობით, Wildberries-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კიმი Wildberries-ისა და Russ-ის გაერთიანებული ჯგუფის (RWB) სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობას გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×