რეზონანსი
22.11.2026

ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში ლინა სიჭინავას მიმართავს და მის პირად ცხოვრებაში მიმდინარე სასიხარულო მოვლენებს ეხმაურება.

„ლინა, ჩემო ლამაზო, უსაზღვროდ გახარებული ვარ იმ სიახლით, რაც შენს პირად ცხოვრებაში ხდება.

სულ ასეთი მომღიმარი, ბედნიერი და ლამაზი იყავი მუდამ, ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე.

ულევ სიყვარულს გისურვებ!“

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიასა და ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავის, ლინა სიჭინავას რომანს. გავრცელდა წყვილის ერთობლივი ფოტოც. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის ურთიერთობაზე თოფურიას ოჯახის ახლობელიც საუბრობს, თავად ილიასა და ლინას ინფორმაცია საჯაროდ არ დაუდასტურებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×