რეზონანსი
22.11.2026

ზემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპული ვერონიკა ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, არიანა, ეკლესიიდან უკვე გამოასვენეს. ტაძართან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებთან ერთად სრულიად უცნობი მოქალაქეებიც მივიდნენ. ისინი დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ჭირისუფლებს უსამძიმრებენ.

"გული გვეწვის, სული გვეწვის... რატომ, რატომ? ჩემს თავს ვუსვამ შეკითხვას. რატომ დაიღუპნენ, რისი გულისთვის?", - ამბობს მოქალაქე. 

"საშინელებაა, ენით აუღწერელი ამბავი მოხდა... სიტყვები უძლურია, რა ვუთხრა მის ოჯახის წევრებს, მის ნათესავებს. სრულიად საქართველოს ტრაგედიაა ეს", - ამბობს ადგილზე მისული კიდევ ერთი მოქალაქე. 

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.  

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×