რეზონანსი
22.11.2026

ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ცოლს მარიამ შარმანაშვილს დაშორდა - ამის შესახებ ინფორმაცია თავად მარიამმა გაავრცელა 21 ნოემბერს. მარიამი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„უამრავი შეტყობინება შემომდის და ფიზიკურად ვერ გპასუხობთ, მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და გულშემატკივრობისთვის, მიყვარხართ”, - წერს მარიამ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, კარლო პონტი უმცროსი მარიამ შარმანაშვილზე 2025 წლის ზაფხულში დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს.

მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×