რეზონანსი
22.11.2026

გარდაიცვალა „ავერსის ფარმას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი თაკო ცერცვაძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.

"რა სამწუხაროა. როგორ მეგონა, გამოჯანმრთელდებოდა"...

"რამდენი ვიბრძოლეთ თაკო, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ"...„თაკო, ლამაზთვალება ფერია, ძალიან ადრე იყო შენი გარდაცვალება...  ვუსამძიმრებ ოჯახს და ყველას, ვინც კი გიცნობდა... შენ ყველას გულებში დატოვე შენი სინათლის სხივი“

„გაგვიფრინდა ჩვენი სიფრიფანა და ლამაზი თაკო, ვერ ვიჯერებ, რომ ამას ოდესმე დავწერდი. დაგვამუნჯე და დაგვადუმე კლასელები, ჩვენო ცისფერთვალება ანგელოზო... მთელი ბავშვობა წინ დამიდგა...

უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი სული, ნახვამდის და შეხვედრამდე, მეგობარო“ - წერენ ახალგაზრდა ქალის მეგობრები.

გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×