
2024 წლის აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელმაც დღეს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, ჟურნალისტებთან ამტკიცებს, რომ მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს, თუმცა სხვა რამეზე მეტყველებს ფაქტები.
არსებობს 7.10.2026 წლით დათარიღებული განაცხადი, სადაც ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერს: „მოგახსენებთ, რომ, გასამართლებული ვარ დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოსსსკ-ის 226-ე მუხლით. სასჯელის ზომად განმესაზღვრა 2 წლითთ/აღკვეთა.
ვაღიარებ და ვინანიებ რა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. მე სრულად აღვიქვამ ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, რაც სრულად მაქვს გაცნობიერებული.
მიმაჩნია, რომ დანიშნულმა სასჯელმა გაამართლა მისი მიზნები, ვინაიდან მოხდა ჩემი რესოციალიზაცია და კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბება. ამასთან მაქვს დიდი სურვილი მონაწილეობა მივიღო ჩემი სამშობლოს საქართველოს აღმშენებლობაშიდა გავხდე საზოგადოების ღირსეული წევრი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ განიხილოთ ჩემი თხოვნა და შემიწყალოთ“, - აღნიშნულია ნიკოლოზ ჯავახიშვილის შეწყალების თხოვნაში, რომლითაც მან პრეზიდენტს მიმართა.
დღეს კი, გლდანის მერვე დაწესებულების დატოვების შემდეგ, მან უარყო, რომ საპყრობილე სწორედ მისი თხოვნის საფუძველზე პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.