რეზონანსი
23.11.2026

გიორგობის დღესასწაული ბოდბეში - საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.

მსახურების დასრულების შემდეგ, შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა. 

"დღეს, ჩვენ ვფიქრობთ წმინდა გიორგის მოწამეთა ღვაწლზე. ამ ცხოვრებაში, როგორც წესი, ჭკვიან და პრაქტიკულ ადამიანად თვლიან ისეთს, ვინც მის წინაშე არსებული შესაძლებლობებიდან ირჩევს ყველაზე ხელსაყრელს მისთვის და აი, ასეთი ადამიანებისთვის, ვისთვისაც მიწიური კეთილდღეობა მთავარი ფასეულობაა, გაუგებარია და მიუღებელი წმინდა გიორგის და სხვა წმინდანების არჩევანი.

წმ. გიორგის წინაშე, ისევე, როგორც სხვა დიდი მოწამეების წინაშე, იყო ყოველგვარი ამქვეყნიური კეთილდღეობა და შესაძლებლობები. იგი წარჩინებული იყო მეფის კარზე, როგორც იცით, და, ამქვეყნიური კეთილდღეობის თვალსაზრისით, თითქოს მათი არჩევანი იყო არასწორი. ამ კეთილდღეობის თვალსაზრისით, თითქოს არც იყო არჩევანი გასაკეთებელი, აჯობებდა სიცოცხლის შენარჩუნება და ამ სიკეთეებით სარგებლობა, მაგრამ წმ. გიორგიმ და სხვა მოწამეებმა სხვა არჩევანი გააკეთეს. მეორე მხრივ, მათ წინაშე იყო საშინელი ტანჯვა და სიკვდილი ქრისტეს ერთგულებისთვის და ეს არჩევანი გააკეთეს და სულიერი თვალსაზრისით, მარადისობის თვალსაზრისით, ისინი ბევრად გონიერი აღმოჩნდნენ მათ მტანჯველებზე, რადგან აირჩიეს დროებითი ტანჯვა იმისთვის, რომ მარადიულად ღმერთთან ერთად, უფალ იესო-ქრისტესთან ერთად გაეხარათ. მართლაც საშინელი იყო ის ტანჯვა, რომელიც მათ დაითმინეს. დღეს ბორბალზე წამების დღეა, როგორც იცით, წმ. გიორგის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ამ წამებას ითმენდნენ, იტანდნენ ღვთის შეწევნით", - აცხადებს პატრიარქი შიო მესამე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×