რეზონანსი
23.11.2026

დღეს ყველანი ვხედავთ, თუ როგორი დიდი შეცდომა იყო, რომ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე უკრაინის ნატო-ში მიღებასთან დაკავშირებით ამერიკის წინადადების გათვალისწინება არ მოხდა , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინა ნატო-ს წევრი რომ გამხდარიყო, ალბათ, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ასევე, მერცის თქმით, ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„მოსალოდნელია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მრჩევლების დონეზე მალე გაიმართება, რომლის ფორმატშიც უკრაინა, რუსეთი, ევროპა და აშშ მონაწილეობენ. შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ აბუ-დაბიში შედგეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×