რეზონანსი
24.11.2026

მომღერალმა გია სურამელაშვილმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ქალაქგარეთ ახალი სახლის აწყობაზე,

ძვირფასეულობაზე უარის თქმასა და მალე დაგეგმილ სასცენო კონცერტზეც გაამახვილა ყურადღება:

"ოქროს და ბრილიანტებს აღარ ვიკეთებ, მომბეზრდა. იმ დონის მაგარი რაღაცები წამოვიდა, აღარ მინდა. ყველამ გაიგო და იცის რომ მაქვს. 

სულ მინდოდა ქალაქგარეთ ცხოვრება და ავიხდინე ეს სურვილი ბევრი ადამიანის დახმარებით. მადლობა ყველას, ვინც საოცარი, დიდი პატივი მცა. თითქმის ყველაფერი ნაჩუქარია. ფაქტია ქვეყანას ვუყვარვარ. ორ თვეში ჩამაბარეს სახლი. ყველაფერს მჩუქნიდნენ და მე ხომ უნდა დავხვედროდი, ეს იყო სახლის მოწყობაში ჩემი ჩართულობა.

კონცერტი მაქვს მალე, ყველას გელოდებით. მონატრებული კონცერტია. სამწუხაროდ, ასე ხდება რომ რესტორნებში ვმღერივართ. სცენის კონცერტი მოგვენატრა მეც და მსმენელსაც. მოგონებები და 90-იანები გავიხსენოთ. ლამაზი საღამო გამოვა“, - განაცხადა გია სურამელაშვილმა.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×