
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი წერს და გადაცემა „თამიასთან“
წამყვანის, თამია ტატალაშვილის ნათქვამ ფრაზას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში შესაძლებელია თვეში 2 000 და მეტიც 20 000 დოლარის გამომუშავება, რომელმაც საზოგადოების ნაწილში კრიტიკა გამოიწვია.
„ისე საქართველოში ვინც ბიზნესი დაიწყო ყველამ ბევრი ფული იშოვა და ძალიან კარგად ცხოვრობს. "ვოქრინგ კლას” ამერიკელებზე უკეთ ცხოვრობენ. არაფერი უთქვამს თამიას განსაკუთრებული. მან თქვა, რომ თუ შრომა არ გეზარება, მიდგები, მოდგები, რაღაცას გააკეთებ კაცი.
ხალხი ჩინელებს ამუშავებს საქართველოში, რადგან ბევრს უტყდება, ასეთი თუ ისეთი სამსახურები.
ცხოვრება ისე განვითარდა, რომ ყველგან ყველაფერს მოახერხებს კაცი.
სხვათა შორის, ამ მთავრობის ერთი პლიუსია რომ ბიზნესს ხელს უწყობს!
ჩემი სანაცნობო ყველა "მოხოდილია" საქართველოში და ჩემზე მაგრად ცხოვრობენ. არ იკლებენ დასვენებას ევროპასა და მალდივებზე.
ასე რომ, ხალხი ფულს შოულობს!
გლეხმაც ამოისუნთქა.
მაგალითად, ჩემი მეზობელი დათო, სოფელში, თავისი მუხლჩაუხრელი შრომით აკეთებს ყველაფერს და მშვენიერი სახლ-კარი, კარ-მიდამო, ეზო, მანქანები და ყველაფერი აქვს. სულ შრომაშია და უფასდება.
ვისაც კიდევ კუშეტკაზე გორაობის მეტი არაფერი ეკერკება, სულ გაჭირვებაში იქნება და მთავრობის ხელშემყურე.
ასე რომ, ვიმეორებ, დიდი არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს, ამ გოგონას!" - დაწერა ცისნამი საყვარლიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე