
ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის ლიკა ჯანელიძის სიცოცხლე შეეწირა. ავტოსაგზაო შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა.
როგორც ,,მეგა ტვ”-ს წყარო უყვება, ქალი ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
"გიორგობა დღე იყო, ტაძრიდან ბრუნდებოდა, სახლისკენ მიმავალ გზაზე დიდი პიკაპი დაეჯახა, მძღოლი ნასვამი ყოფილა. მისი ძმა პოლიციელია, იმ ღამეს მორიგე ყოფილა გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა", – უთხრა "მეგა ტვ”-ს წყარომ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მძღოლი დაკავებულია.
"მეგა ტვ"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე