რეზონანსი
25.11.2026

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს დერეფანში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულ ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო. 

ეკა კუპატაძის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე ნია იმნაძის პროცესი მიმდინარეობდა, ის კი კართან მანდატურის თანამშრომლის გევრდით იდგა. სწორედ ამ დროს მივიდა მასთან ნია იმნაძის დედის ძმა ლუკას ნავროზაშვილი

"ინციდენტი მცირე არ იყო, მძიმე  ინციდენტი იყო. ნია იმნაძის ოჯახის ახლობლები სრულ პროვოკაციას ახდენენ. სასამართლოს კართან ვიდეგით მე და მანდატური გვერდიგვერდ. მე ტელეფონში ვიხედებოდი. მოვიდა ნია იმნაძის დედის ძმა ლუკას ნავროზაშვილი, მოვიდა და მეუბნება ასეთ რამეს - კარგი, ქალბატონო ეკა, მე წავედი, დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ვითომ მისი მეგობარი და ახლობელი ვარ. ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა დედისთვის, რომელსაც შვილი მოუკლეს. მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი. ჩემსა და მას შორის არის მკვლელობა უსპეტაკესი ჩემი შვილის. ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. მომენტალურად ჩავვარდი აფექტურ მდგომარეობაში", - ამბობს ეკა კუპატაძე. 

ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×