რეზონანსი
25.11.2026

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დამკვიდრდა ისეთი პოლიტიკა, როდესაც პოლიტიკური პროცესის მთავარი მსაჯი არის ბიძინა ივანიშვილი.

„რა მაგარი პოლიტიკა დამკვიდრდა, პოლიტიკური პროცესის მთავარი მსაჯი არის ივანიშვილი. როგორც კი ოპონენტებიდან ვინმე კარგად უტევს, უსტვენს და აძევებს, თუ დავის გუნდიდან არ მოეწონა, იმათ აძევებს რუსთავში.

ხოდა ახლა საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს ხატიას დანახვის შეეშინდა და ეგრევე გააძევა, მერე ზაზამ რამდენიმე გოლი გაუტანა და ეგეც გააძევა, მერე გარემარბმა გვარამიამ აკრიფა სიჩქარე და ეგრევე წითელი აჩვენა.

ისე მეგობრებო, ის „ისკანდერი“, რომელიც ჩემი დავალებით მოიპარეს, ყვარლის ვენახის მარანშია შენახული, კარგად ჩაციებული საფერავის და პინოს ბოთლებს შორის.

და ცნობისთვის მათთვის, ვისაც სიმართლე აინტერესებს, „ისკანდერები“ 2008-ში რუსეთს არ ჰქონდა, 2013-ში გაუჩნდათ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×