
გაცემაში გამოთქმული მოსაზრებების გამო, ინფლუენსერმა მერსი სულხანიშვლმა ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა. მერსი სულხანიშვილი ამტკიცებს, რომ გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობისას გიორგი მას სექსუალურად ავიწროვებდა. საქმეზე სულხანიშვილის ინტერესებს შს სამინისტროს წარმომადგენლები დაიცავენ.
zmna.ge მერსი სულხანიშვილს დაუკავშირდა. მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. გიორგი ნაზღაიძე კი ამბობს, რომ ინფლუენსერის ამ ქმედებით გაოცებულია, დანარჩენს კი, სასამართლოში გაარკვევს.
"მე მიჩივის, თამაზას - არა. რა ვიცი, ხელი არაფრისთვის მომიკიდია. რაც თამაზამ უთხრა, შამბალა გაბიაო, მაგის მერე იმას არ უჩივის და მე მიჩივის. პირიქით, რაც მთხოვა, გადაცემიდან ამოვუჭერი და რა ვიცი, კიდევ მე მიჩივის?
ვაიმე, ძალიან ვერთობი. ქალი იკეთებს პიარს. არ იცის, რითი გაიცოცხლოს თავი და ცოტა ხანი დავეხმარები ამ პიარში. უბრალოდ, ფრთხილად იყოს, ცუდი დასასრული არ ჰქონდეს. რაც გადაცემიდან ამოჭრილია, იმ ყველაფრის გაჟღერებას სასამართლოზე ვაპირებ. რამდენად აწყობს, ეგ ვნახოთ", - განაცხადა ნაზღაიძემ.
zmna.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე