რეზონანსი
26.11.2026

ცაგერში მეწყერი ჩამოწვა - სოფელ ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია. ინფორმაციას და ვიდეოს ადგილიდან "ინფო იმერეთს“ აწვდიან. 

როგორც ადგილობრივები გამოცემას ეუბნებიან, მიმდინარეობს დანგრეული სახლების მიმდებარედ არსებული სხვა საცხოვრებლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

არსებული ინფორმციით, დანგრეული 4 სახლიდან 3 დაკეტილი იყო, ერთადერთი მცხოვრები ქალი კი მიწის მასის ჩამოშლის დროს ექიმთან იმყოფებოდა, რამაც ტრაგედია ააცილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×