
დავით ფეიქრიშვილის დედა იმ ბადრაგების სახელებს ასახელებს, რომლებმაც მისი მტკიცებით, საკანში პატიმრზე განხორციელებული ძალადობის შესახებ იცოდნენ - ნინო აბრამიშვილის თქმით, ესენი იყვნენ შოთა და დავით ჭიღლაძეები, ასევე ვბადრაგი ბერაძე და ვინმე "ჰუსეინა".
ფეიქრიშვილის მშობელი ამბობს, რომ სწორედ არნიშნულმა ბადრაგებმა გაუღეს მისი ციხის საკნისკარი ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.
"ჭიღლაძე დავითი — ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ მერვე საპყრობილეში, რომელმაც გაუხსნა კარები ამ ადამიანებს, ამ პატიმრებს და პირდაპირ შეუშვა დათოს საკანში. არის ესეთი ჭიღლაძე შოთა, ისიც ბადრაგია, რომელსაც დაყავდა დათუნა ადვოკატთან, რომ ამოყავდა და მასთან ერთად მიდიოდნენ ეს პატიმრები, რომლებსაც არ ჰქონდათ ხელბორკილები. არის ესეთი გვარი, აი ბერაძეა მე მგონი. არის ესეთი ჰუსეინა, რომელიც აი უსასტიკესი ბადრაგი არის. მოქმედებდნენ და დღემდე არიან იქ, დიახ, რა თქმა უნდა, რამაზ ფირცხალავას დავალებითაც და თვითონ გიორგი პატარიძის დავალებითაც და არც ერთი არ არის არც დაკითხული, არც მოხსნილი სამსახურიდან. აი ეს გამკვირვებია, იცით, იუსტიციის მინისტრმა რამდენიც გინდა ილაპარაკოს, რომ ყველაფერი კარგად არის, ნამდვილად არ არის კარგად. როცა მან გამოაცხადა, რომ პირველივე დღიდანო მივხედე ამ საქმეს — კი ბატონო, მიხედა, იმიტომ, რომ აი ეს დაარქივებული კადრები გააფუჭეს. აღარ არის ის კადრები, დახარვეზებულია", - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.