
თურქული კლუბის დელეგაციამ საქართველოში გამომგზავრებისას უმძიმესი წუთები გადაიტანა. გუნდი ევროპა ლიგის ფარგლებში ბეერ-შევას ჰაპოელთან გასამართი მატჩისთვის ბათუმში მოფრინავდა.
ბათუმთან მიახლოებისას, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავს მეხი რამდენჯერმე დაეცა.
უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟი იძულებული გახდა, ბათუმში დაშვებაზე უარი ეთქვა და თვითმფრინავი თურქეთში, რიზე-ართვინის აეროპორტში გადაემისამართებინა.
საბოლოოდ, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა
თურქული კლუბის დელეგაციის წევრებმა დიდი შიში გადაიტანეს.