რეზონანსი
26.11.2026

რუსეთში მერვეკლასელებისთვის განკუთვნილ ინგლისური ენის სახელმძღვანელოში ამერიკული წარმოშობის საკვები პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესახებ ტექსტი მათი ტრადიციული რუსული „ანალოგების“ შესახებ მასალით ჩაანაცვლეს. ჯინსის, ჩიფსებისა და Coca-Cola-ს ნაცვლად სახელმძღვანელოში ბურახი, ხალადეცი და თექის ჩექმები (ვალენკები) გამოჩნდა. 

Starlight-ის სახელმძღვანელოს 2018 და 2020 წლების გამოცემებში გამოქვეყნებული ტექსტი  2023 წელს შეიცვალა.

თავად დავალების სტრუქტურა თითქმის უცვლელი დარჩა: მოსწავლეებს სთავაზობენ, გაეცნონ კერძის, სასმლისა და სამოსის ისტორიის შესახებ ტექსტებს, შემდეგ კი შესაბამის კითხვებს უპასუხონ.

ამასთან, ბურახის შესახებ განყოფილებაში ავტორები წერენ, რომ თითქოს უცნობია, როდის და როგორ გაჩნდა ეს სასმელი რუსეთში, ხოლო თექის ჩექმები დახასიათებულია, როგორც პოპულარული ფეხსაცმელი, რომელსაც რუსეთის ქალაქებში დღემდე ატარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×