რეზონანსი
27.11.2026

მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის განქორწინება ისეთივე ხმაურიანი აღმოჩნდა, როგორც მათი ქორწინება. საზოგადოების ნაწილმა, ეს მოულოდნელი სიახლე, წყენით მიიღო, ნაწილი კი ნიშნის მოგებით სავსე პოსტების წერას შეუდგა. რეზონანსულ ამბავს, ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლია მანჯგალაძე ეხმაურება. 

"ერთ პატარა ჩანაწერს გავაკეთებ სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტის და ქართველი ლამაზმანის, მარიამ შარმანაშვილის ქორწინების და დაშორების შესახებ. ამის საფუძველს ჩემი იტალიაში, ნეაპოლში ცხოვრების 19 წელი მაძლევს.

მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ორივეს მიმართ, ამ ქორწინებისთვის თავიდანვე არ შემიხედავს სერიოზულად. ეს იყო გატაცება და კარლოსგან მამაკაცის ღირსეული საქციელი.

მან ეს ურთიერთობა ქორწინებით გააფორმა, რითაც " ქალის კულტი " მაღლა დააყენა.

მაგრამ?!

აქ დიდი მაგრააამ?!

კარლო პონტის აქვს თავისი დიდი სამყარო იტალიაში, წარმატებული კარიერა და არის იტალიის სახის, დიდი სოფია ლორენის შვილი. მათი დინასტია ტრიალებს იტალიის საკმაოდ ცნობილ, გავლენიან, წამყვან საზოგადოებაში.

უფრო მეტიც!

იტალიელი მამაკაცები ქორწინებაში ერთგულები არ არიან. ხოდა... მარიამს იტალიელები დაუთმობდნენ და შეარჩენდნენ კარლოს?!

ის ნებისმიერი საკმაოდ ცნობილი ქალბატონის სასურველი მამაკაცია დიდ იტალიაში. მალე კარლოს "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" ვიხილავთ.

ის კარიერისტი, ტიპიური ნარცისი, საკმაოდ წარმატებული, იტალიელი მამაკაცია და თან - სოფიას შვილი. ჩვენი მარიამი კი იტალიელი ქალების კონკურენტობას ვერ გაუძლებდა!

მე წარმატებას ვუსურვებ მარიამს. ეს მისი "ტიტული" - "სოფია ლორენის ყოფილი რძალი და კარლო კონტის ყოფილი მეუღლე" - ღირსეულად ეტარებინოს", - დაწერა ქართველმა ემიგრანტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×