რეზონანსი
27.11.2026

გვანცა დარასელიას პოდკასტში ჟურნალისტი და ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე დაწვრილებით ყვება ბოლოდროინდელ გახმაურებულ ამბებზე, საკუთარ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე.

"ჩემი ბრალი იყო ყველაფერი - შეყრაც და გაყრაც... აქაც ჩემი მოლოდინები და ილუზიები იყო პრობლემა. ეს ილუზიები არავის შეუქმნია ჩემთვის. მე არავინ არაფერს შემპირებია, არავის უთქვამს, ამას ვიზამ, იმას არ ვიზამო.ეს ყველაფერი მე თვითონ გადავწყვიტე. მეგონა, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ რაღაცები სწორად იქნებოდა. მე ქალწული ვარ, ყველაფერი ძალიან სწორად და დალაგებულად მაქვს წარმოდგენილი. ყველაფერს ასე ვაკეთებ.

მას ხომ არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ მე ეს ყველაფერი ვიცოდი... ჩემი სთორიდან გაიგო: „ჰელოუ, სანდრო, ვიცი“.

ერთი თვე ვუყურებდი მიმოწერას. სახლში ვიჯექი... ჩვენ რომ ვიჩხუბეთ, ის სახლიდან იყო წასული და ამ პერიოდში დაიწყო იმ ადამიანთან ურთიერთობა.ლეპტოპში Facebook ჩართული ჰქონდა დატოვებული... ასე ვუყურებდი მთელი ერთი თვე.

რა ძალამ გამაძლებინა, არ ვიცი. როგორ არ გავნადგურდი, მართლა არ ვიცი. ერთი თვე ზიხარ, უყურებ ამ ყველაფერს, უსმენ მათ საუბრებს, ფოტოებსა და ვიდეოებს უყურებ, იცი, როდის ხვდებიან ერთმანეთს, სად მიდიან...

ასე ვიჯექი.

ბოლოს ღამის ორ საათზე რაღაც მოხდა... მივწერე ჩემს ახლობლებს, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და მოსულიყვნენ. ეს ყველაფერი უკვე იმ ეტაპზე იყო, როცა ურთიერთობა ჩამოყალიბებული ჰქონდათ...

ყველანი ჩემთან მოვიდნენ. ვიფიქრე, ახლა მივალ იქ, ადგილზე-მეთქი, მაგრამ კარგია, რომ არ გამიშვეს...

ასე ვიჯექი და ვუყურებდი ყველაფერს. მეორე დღეს კი სთორი ჩავწერე..." - განაცხადა თამუნა მუსერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×