რეზონანსი
27.11.2026

 

20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე - სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და თურქი ბიზნესმენი, ეჰმეთ უიარი დამნაშავედ ცნო. ადვოკატ ანა თავხელიძის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულიი ქალის უფლებებს იცავდა, თურქ ბიზნესმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

"20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაამტყუნა ის წარდგენილ ბრალდებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა  სასჯელის სახით", - წერს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 32 წლის თურქი ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ უდანაშაულოდ ცნო.  

ყველაფერი 2025 წლის 9 დეკემბერს დაიწყო. ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში საფეხბურთო კლუბ "ლუსოს" ფეხბურთელები და ადმინისტრაცია სეზონის წარმატებით დახურვას აღნიშნავდნენ. ქალი ამტკიცებს, რომ საღამოს დასასრულს 20 წლის ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტმა გამოძახებული ტაქსი გააუქმებინა და სახლში წაყვანა შესთავაზა.

მოპოვებული კადრების მიხედვით, ქალი სახლში კლუბის მფლობელის მძღოლს მიჰყავს, თავად თურქი ბიზნესმენი კი რესტორნიდან რამდენიმე წუთში გადის.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×