
დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) 29 ნოემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ.წმინდა სინოდის წევრი, 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ცხედარს დაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში ამა წლის 29 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე.
ახლად შესვენებული მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 29 და 30 ნოემბერს. დაიკრძალება 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.