რეზონანსი
27.11.2026

საქართველო ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტმა, ეჰმეთ უიარიმ, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლომ ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების მიუსაჯა, დაკავებამდე საქართველოს დატოვება მოასწრო.

როგორც საქმის პროკურორმა, გიორგი დოლაკიძემ განაცხადა, ახლა თურქი ბიზნესმენი ძებნაშია. „ტვ პირველის“ კითხვაზე, თუ სად იმყოფება ეჰმეთ უიარი, სახელმწიფო მბრალდებელი აცხადებს, რომ ზუსტს ადგილომდებარეობას შესაბამისი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს. 

„ზუსტ ადგილომდებარეობას ვერ გეტყვით, შესაბამისი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ხორციელდება აქტიურად სამუშაოები, რათა მოხდეს მისი დაკავება და შესაბამისი სასჯელის მოხდა. 

დიახ, თურქეთის მოქალაქეა. დიახ, (ძებნაშია) რა თქმა უნდა, უკვე ხორციელდება ღონისძიებები მისთვის, რომ მოხდეს მისი მოძიება, დაკავება და შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება“, - განაცხადა პროკურორმა.

„ტვ პირველმა“ პროკურორს ასევე ჰკითხა, მიმართავს თუ არა საქართველო თურქეთს ბიზნესმენის გადმოცემის მოთხოვნით, იქიდან გამომდიანრე რომ დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი, რაზე პასუხადაც გიორგი დოლაკიძემ განაცხადა: „ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გატარდება ზომები, რათა მოხდეს ამ პირის შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება“. 

20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე - სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი, ეჰმეთ უიარი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 32 წლის თურქი ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ უდანაშაულოდ ცნო.  

ყველაფერი 2025 წლის 9 დეკემბერს დაიწყო. ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში საფეხბურთო კლუბ ლუსოს ფეხბურთელები და ადმინისტრაცია სეზონის წარმატებით დახურვას აღნიშნავდნენ. ქალი ამტკიცებს, რომ საღამოს დასასრულს 20 წლის ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტმა გამოძახებული ტაქსი გააუქმებინა და სახლში წაყვანა შესთავაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×