რეზონანსი
27.11.2026

ევროკავშირის დიპლომატებმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს „მისტერ შანტაჟი“ უწოდეს მას შემდეგ, რაც მან ბლოკის მომდევნო ბიუჯეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წამოაყენა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

მაკრონმა ლიდერები გააფრთხილა, რომ თუკი ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი, 1.6 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი წლის ბოლომდე არ დამტკიცდება, მისი ბედი შესაძლოა მარინ ლე პენის ხელში აღმოჩნდეს.

ბრიუსელის სამიტი ხუთშაბათს მწვავე დაპირისპირებით დასრულდა - 12-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

აშკარად გაღიზიანებულმა მაკრონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, რადგან აპრილში დაგეგმილი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო მას პროცესის ბოლომდე მისაყვანად საკმარისი პოლიტიკური გავლენა აღარ ექნება.

„ჩვენ არ ვართ მზად, შეთანხმებას ნებისმიერ ფასად მივაღწიოთ. პროცესის დასრულება 31 დეკემბრამდე შეგვიძლია, თუმცა ეს უკიდურესი ვადაა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენს დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ - მოსალოდნელია, რომ ის მაისში გასამართ მეორე ტურში ნებისმიერ კონკურენტს, მათ შორის ყველაზე სავარაუდო მეტოქეს, რადიკალ მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონს დაამარცხებს.

შექმნილი ვითარებით გაღიზიანებულმა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა მაკრონს „მისტერ შანტაჟი“ უწოდა და იგი მოლაპარაკებების საფრანგეთის საარჩევნო ციკლის მძევლად ქცევაში დაადანაშაულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×