რეზონანსი
29.11.2026

ცნო­ბი­ლია ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა. გარ­დაც­ვლი­ლი სო­ფელ ქის­ტა­უ­რის მკვიდ­რი 32 წლის აჩი­კო მელ­ქუ­აშ­ვი­ლია.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, დღეს სო­ფელ ქის­ტა­ურ­ში მოხ­და - ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დრო­საც აჩი­კო მელ­ქუა­შ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, სამი ადა­მი­ა­ნი კი და­შავ­და.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის მე­ზო­ბე­ლი "ამბებთან" ჰყვე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლი მან­ქა­ნა­ში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი მე­ო­რე მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ.

"ვერ ვი­ჯე­რებ ჯერ კი­დევ. ისე­თი კარ­გი აღ­ზრდი­ლი ბიჭი იყო, ისე­თი ადა­მი­ა­ნი. ამ­ბო­ბენ, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლაო" - ­თქვა გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელ­მა.

აჩიკო მელ­ქუ­აშ­ვი­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას ეწე­ო­და. მას მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×