რეზონანსი
07.07.2022

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ექსპერტები 8 ივლისს გასინჯავენ და გაესაუბრებიან.

როგორც კლინიკა „ვივამედის" დატოვების შემდეგ, ცენტრ „ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი სპეციალიზირებულ დაწესებულებაში რეაბილიტაციას საჭიროებს.

„დღეს, პრაქტიკულად გავეცანით სამედიცინო დოკუმენტაციას, გარკვეული გამოკვლევების შედეგებს, ასევე გასაუბრება გვქონდა ექიმებთან, ხვალ იგეგმება პაციენტის გასინჯვა, დღეს ვეღარ მოესწრო პაციენტთან საუბარი. ვფიქრობ, რომ პროგრესი არსებითი და მნიშვნელოვანი არ არის და ჩვენი მოსაზრებით, ის კვლავ საჭიროებს სპეციალიზირებულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას და რეაბილიტაციას. ქვეყნის შიგნით სამწუხაროდ, არ არსებობს იმდაგვარი ცენტრები, სადაც მე მეგულება ადგილი, რომ ამ სინდრომებით რეაბილიტაცია და მკურნალობა მოხდეს, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×